სიახლე



«    ნოემბერი 2024    »
ორშსამოთხხუთპარშაბკვ
 
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
 
დაგვიკავშირდით

სტუდენტები შსს-ის მომსახურების სააგენტოს მუშაობას გაეცნობიან სიახლე
სტუდენტები შსს-ის მომსახურების სააგენტოს მუშაობას გაეცნობიან დღეს, 1-ელ თებერვალს, "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ახალგაზრდული ფრთის ინიციატივით, შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს დირექტორის მოადგილე არჩილ ხაბეიშვილი სხვადასხვა უნივერსიტეტის სტუდენტებს შეხვდება.
ღონისძიება ორგანიზებულია პარტიის ახალგაზრდული ფრთის მიერ. სტუდენტები გაეცნობიან გაფორმების ეკონომიკური ზონის ახალ მომსახურებებს
2011 წელს მოხალისე პედაგოგთა მეორე ნაკადი ჩამოვიდა სიახლე
2011 წელს მოხალისე პედაგოგთა მეორე ნაკადი ჩამოვიდა ახალი წლის შემდეგ საქართველოში უცხოელ მოხალისე პედაგოგთა მეორე ჯგუფი ჩამოვიდა. საგანმანათლებლო პროგრამა - ”ასწავლე და ისწავლე საქართველოსთან ერთად” ფარგლებში ჩამოსული კვალიფიციური პედაგოგები ამერიკიდან, ინგლისიდან, ავსტრალიიდან, კანადიდან, ირლანდიიდან, სამხრეთ აფრიკიდან, ფინეთიდან, ფილიპინებიდან და ლიტვადან არიან
განათლების მინისტრმა ოლიმპიადაში გამარჯვებულები დააჯილდოვა სიახლე
განათლების მინისტრმა ოლიმპიადაში გამარჯვებულები დააჯილდოვა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა დიმიტრი შაშკინმა ყაზახეთის ჟაუტიკოვის 2011 წლის მე-7 საერთაშორისო ოლიმპიადაში გამარჯვებული 5 მოსწავლე პერსონალური კომპიუტერებით დააჯილდოვა.
მინისტრის თქმით, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო ნიჭიერ და წარმატებულ მოსწავლეთა ხელშეწყობას და წახალისებას გააგრძელებს
ბრიუსელსა და თბილისს შორის ვიდეოკონფერენცია გაიმართა სიახლე
ბრიუსელსა და თბილისს შორის ვიდეოკონფერენცია გაიმართა 26 იანვარს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის შეხვედრების ოთახში ევროკომისიის FP-7 სამეცნიერო პროგრამის ერთ-ერთი საგრანტო მიმართულების (MARIE CURIE – დაფინანსებადი სამეცნიერო პროგრამა) ფარგლებში, ბრიუსელსა და თბილისს შორის, ვიდეოკონფერენცია გაიმართა. ღონისძიებას საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის პროფესორ-მასწავლებლები და სტუდენტები ესწრებოდნენ
საზღვარგარეთ არსებული საკვირაო სკოლებისთვის სასწავლო პროგრამის პრეზენტაცია გაიმართება სიახლე
საზღვარგარეთ არსებული საკვირაო სკოლებისთვის სასწავლო პროგრამის პრეზენტაცია გაიმართება 26 იანვარს, 11:00 საათზე, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი დიმიტრი შაშკინი და საქართველოს სახელმწიფო მინისტრი დიასპორის საკითხებში მირზა (პაპუნა) დავითაია საზღვარგარეთ არსებული საკვირაო სკოლებისთვის ერთიანი სასწავლო პროგრამის პრეზენტაციას გამართავენ. სასწავლო პროგრამა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსა და დიასპორის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატის თანამშრომლობით შეიქმნა
სტუდენტების მობილობის პროცესი იწყება სიახლე
სტუდენტების მობილობის პროცესი იწყება საქართველოს აკრედიტებულ უმაღლეს სასწავლებლებში სტუდენტების მობილობის პროცესი იწყება. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში მინისტრის მოადგილემ, ნოდარ სურგულაძემ და განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორმა, დავით კერესელიძემ, ბრიფინგი გამართეს.
როგორც სურგულაძემ განაცხადა, იწყება სტუდენტთა მობილობის ანუ ერთი აკრედიტებული უმაღლესი სასწავლებლიდან მეორე აკრედიტებულ უმაღლეს სასწავლებელში გადასვლის პროცესი
გრაფიკული დისციპლინების მასწავლებელთა მომზადების ცენტრში განცხადებების მიღება იწყება სიახლე
გრაფიკული დისციპლინების მასწავლებელთა მომზადების ცენტრში განცხადებების მიღება იწყება საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის უმაღლესი სკოლის გრაფიკული დისციპლინების მასწავლებელთა მომზადების სასწავლო ცენტრში ჩარიცხვის მსურველთა განცხადებების მიღება იწყება. ცენტრის მსმენელად ჩაირიცხება ის პირი, ვისაც უკვე მიღებული აქვს უმაღლესი განათლება (ბაკალავრიატი) საბუნებისმეტყველო დარგში ან რომელიმე კონკრეტულ ტექნიკურ სპეციალობაში



სტუ-ში ენერგოეფექტური სისტემების ლაბორატორია გაიხსნა სიახლე
სტუ-ში ენერგოეფექტური სისტემების ლაბორატორია გაიხსნა 21 იანვარს სტუ-ში ტექნიკური უნივერსიტეტის ახლახან აღდგენილი ელექტრომექანიკური ლაბორატორია გაიხსნა. გახსნის ცერემონიას ტექნიკური უნივერსიტეტის ხელმძღვანელობასთან ერთად, საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროს და აშშ-ის საერთაშორისო განვითარების პროგრამის - “ნათელი – თანამედროვე ენერგოეფექტური ტექნოლოგიებისა და განათების ინიციატივა” - წარმომადგენლები დაესწრნენ.
ღონისძიება საქართველოს ენერგეტიკის მინისტრის მოადგილემ, მარიამ ვალიშვილმა. მისი განცხადებით, “ნათელი – თანამედროვე ენერგოეფექტური ტექნოლოგიებისა და განათების ინიციატივა” წარმოადგენს აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს მხარდაჭერით განხორციელებულ პროექტს, რომლის მიზანია ენერგოეფექტური ტექნოლოგიების დანერგვა საქართველოში
”თანადგომის” ბინადრებს ნათლისღება მიულოცეს სიახლე
”თანადგომის” ბინადრებს ნათლისღება მიულოცეს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის წარმომადგენლებმა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა ცენტრ ”თანადგომის” ბინადრებს ნათლისღების დღესასწაული მიულოცეს. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს.
მათი ინფორმაციით, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორმა ცენტრში მყოფ 23 სმენადაქვეითებულ ახალგაზრდას საჩუქრები გადასცა. დავით კერესელიძემ მათ ტკბილეული და თექაზე სამუშაო მასალა დაურიგა

კეთილშობილ ლითონთა ტესტირების ლაბორატორიამ აკრედიტაცია გაიარა სიახლე
კეთილშობილ ლითონთა ტესტირების ლაბორატორიამ აკრედიტაცია გაიარა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის გამოყენებითი გეოლოგიის დეპარტამენტში (დეპარტამენტის უფროსი ნოდარ ფოფორაძე) განახლდა და აღიჭურვა საქსტანდარტის მიერ აკრედიტებული ტესტირების სერტიფიცირებული ლაბორატორია.
ლაბორატორია დაკომპლექტებულია მაღალი კვალიფიკაციის გამოცდილი სპეციალისტებით. სრულდება საერთაშორისო სტანდარტების მოთხოვნის შესაბამისი მაღალი სანდოობის ანალიზები ოქროს, ვერცხლის, პალადიუმის, პლატინის, ოსმიუმის და მათი შენადნობების ქიმიური შემცველობის დასადგენად








Wi-Fi
UMTS
WiMAX
CDMA
EDGE
Cellular 3,5G
HSPA
Mobile WiMAX - 4G
GSM
GPRS



  ყველა უფლება დაცულია © Copyright 2009.
GTU | ელ.ფოსტა: gtunews@gtu.ge