სიახლე



«    ნოემბერი 2024    »
ორშსამოთხხუთპარშაბკვ
 
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
 
დაგვიკავშირდით

სტუ-ში გრაფიკული დისციპლინების მასწავლებელთა მომზადების ცენტრი გაიხსნა სიახლე
სტუ-ში გრაფიკული დისციპლინების მასწავლებელთა მომზადების ცენტრი გაიხსნა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის მმართველმა სუბიექტებმა (აკადემიური და წარმომადგენლობითი საბჭოები) სტუ-ის სატრანსპორტო და მანქანათმშენებლობის ფაკულტეტის საინჟინრო გრაფიკისა და ტექნიკური მექანიკის დეპარტამენტში უმაღლესი სკოლის გრაფიკული დისციპლინების მასწავლებელთა მომზადების სასწავლო ცენტრი გახსნეს. ცენტრის ხელმძღვანელად დანიშნულია საქართველოს სინჟინრო აკადემიის საპატიო აკადემიკოსი, საქართველოს განათლების მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი, ტექნიკის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი ანზორ შავგულიძე
პრეზიდენტმა პატრიარქი რუსთაველის პრემიითა და ოქროს მედლით დააჯილდოვა სიახლე
პრეზიდენტმა  პატრიარქი რუსთაველის პრემიითა და ოქროს მედლით დააჯილდოვა საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა სრულიად საქართველოს კათალიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი, მცხეთისა და თბილისის მთავარეპისკოპოსი, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტი ილია მეორე რუსთაველის სახელობის პრემიითა და ოქროს მედლით დააჯილდოვა. ჯილდო პრეზიდენტმა სააკაშვილმა საქართველოს პატრიარქს ქუთაისში ბალანჩივაძეების სახელობის " Music Hall "-ის გახსნაზე გადასცა.
"წლების განმავლობაში ვუსმენდი საქართველოს პატრიარქის ნაწარმოებებს, მაგრამ არ ვიცოდი, თუ ავტორი მისი უწმინდესობა იყო. ყოველთვის მეგონა, რომ ეს მსოფლიოს რომელიმე კლასიკოსი კომპოზიტორის შემოქმედება იყო. მინდა გავიხსენოთ ყველამ 1977 წელი, როდესაც მისი უწმინდესობა ჩაუდგა სათავეში ჩვენს ეკლესიას. ეს იყო წლები, როცა პარტიული ნომერკლატურის შვილების ნაწილი მხოლოდ რუსულ სკოლებში დადიოდნენ, როცა წახალისებული იყო ყველაფერ ქართულზე უარის თქმა და ხდებოდა ჩვენი იდენტურობის შევიწროვება", - აღნიშნა სააკაშვილმა
“ტექნიკურ უნივერსიტეტში” ნორმატიულ-ტექნიკური ტერმინოლოგიის ჯგუფი ჩამოყალიბდა სიახლე
“ტექნიკურ უნივერსიტეტში” ნორმატიულ-ტექნიკური ტერმინოლოგიის ჯგუფი ჩამოყალიბდა საგამომცემლო სახლ “ტექნიკურ უნივერსიტეტში”, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს გადაწყვეტილებით (დადგენილება №351.24.11.10), ჩამოყალიბდა ნორმატიულ-ტექნიკური ტერმინოლოგიის ჯგუფი, რომელიც დაეხმარება ზოგადად ქართული სალიტერატურო ენის და, კერძოდ, ქართული სამეცნიერო-ტექნიკური ტერმინოლოგიის განვითარების პროცესს იმ მხრივ, რომ ქართული ენა სრულად იყენებდეს მრავალსაუკუნოვანი ისტორიის განმავლობაში შექმნილ საგანძურს, იყოს მაქსიმალურად მონოლითური, ჭეშმარიტად ხალხური და ჯეროვნად მოემსახუროს ქართველ ხალხს, როგორც მათი კულტურის წინსვლისა და განვითარების იარაღი
ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში ეთიკის კოდექსების მუშაობა შეფასდა სიახლე
ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში ეთიკის კოდექსების მუშაობა შეფასდა ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში ეთიკის კოდექსების იმპლემენტაცია წარმატებით განხორციელდა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს.
მათი ინფორმაციით, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილემ ირინე ქურდაძემ და მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორმა გია მამულაშვილმა დირექტორებთან, მასწავლებლებთან და მოსწავლეებთან სამუშაო შეხვედრა გამართეს და ერთად შეაფასეს როგორ მუშაობს სკოლებში ქცევის ახალი კოდექსები

,,სამოქალაქო აქტიურობის ხელშეწყობის პროგრამის” ფარგლებში საშობაო გამოფენა მოეწყო სიახლე
,,სამოქალაქო აქტიურობის ხელშეწყობის პროგრამის” ფარგლებში საშობაო გამოფენა მოეწყო ,,სამოქალაქო აქტიურობის ხელშეწყობის პროგრამის” ფარგლებში საშობაო გამოფენა მოეწყო. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს.
მათი ინფორმაციით, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ,,სამოქალაქო აქტიურობის ხელშეწყობის პროგრამის” ფარგლებში, თბილისის პირველი საჯარო სკოლაში დამეგობრებული საჯარო სკოლების მოსწავლეების, სოციალურად დაუცველი, მზრუნველობამოკლებული და განსაკუთრებული საჭიროებების მქონე მოზარდების თანამშრომლობის შედეგად ერთობლივი ნამუშევრების საშობაო გამოფენა მოეწყო
დღეს "ოქროს პერგამენტი - 2010"-ის ლაურეატები დასახელდებიან სიახლე
დღეს "ოქროს პერგამენტი - 2010"-ის ლაურეატები დასახელდებიან დღეს, 24 დეკემბერს, 15:00 საათზე, "ოქროს პერგამენტის" 2010 წლის ლაურეატების დაჯილდოების ცერემონიალი გაიმართება. წლის ადამიანებისა და კომპანიების გამოსავლენად საქართველოს ყველა რეგიონში ჩატარებულ გამოკითხვაში მონაწილეობა 2600-მდე რესპონდეტმა მიიღო.
ახალი ამბების სააგენტო GHN-ის გენერალიური დირექტოის გოჩა მირცხულავას განცხადებით, წელს ოქროს პერგამენტი 11 ნომინაციაში გაიცემა.
"მიმდინარე წელს გამოკითხვა განსხვავებული ფორმით ჩატარდა. რესპოდენტებს თავისუფალ რეჟიმში შეეძლოთ დაესახელებინათ წლის ადამიანი, სხვა ნომინაციებში კი ანკეტებში შეყვანილი იყვნენ კანდიდატები, რომელებიც საინიციატივო ჯგუფებმა და ცალკეულმა ორგანიზაციებმა წარმოადგინეს", - განაცხადა მირცხულავამ.
წელს ღონისძიებას "ბაგრატიონი" უმასპინძლებს. ღონისძიების სპონსორები არიან კომანია WE ARE, ითი და არტ ფლორ დიზაინი
საპატრიარქოში წმინდანად შესარაცხ პირთა შესახებ მასალის შემსწავლელი კომისია შეიქმნება სიახლე
საპატრიარქოში წმინდანად შესარაცხ პირთა შესახებ მასალის შემსწავლელი კომისია შეიქმნება საპატრიარქოში შეიქმნება წმინდანად შესარაცხ პირთა შესახებ შემოსული მასალის შემსწავლელი კომისია.
საპატრიარქოს მიერ გავრცელებულ ოფიციალურ განცხადებაში აღნიშნულია, რომ წმინდა სინოდის განჩინებით, კომისია შემდეგი შემადგენლობით: მიტროპოლიტი ანანია (ჯაფარიძე), მიტროპოლიტი შიო (მუჯირი) და მთავარეპისკოპოსი იოანე (გამრეკელი).
როგორც სასულიერო პირები განმარტავენ, კანონიზაციის ძირითადი პრაქტიკა ასეთია: ჯერ დაწვრილებით განიხილება წმინდანად შერაცხვის სასურველი კანდიდატის ცხოვრების ბიოგრაფია და მისი ზეპირი თუ წერილობითი ფორმის ნააზრევი, რომელშიც კაცობრივი უძლურებით რა ცოდვაცა თუ ცდომილებაც ჰქონდა დაშვებული, შესაბამისი საჯარო სინანულით აუცილებლად უნდა ჰქონდეს გამოსყიდული

სტუ-ში პროექტის “რატომ NATO?” დახურვა გაიმართა სიახლე
სტუ-ში პროექტის “რატომ NATO?” დახურვა გაიმართადღეს, 21 დეკემბერს, 14:00 საათზე, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის გ. ნიკოლაძის სახელობის მცირე სააქტო დარბაზში “საზოგადოებრივ ინიციატივათა ალიანსის“ ორგანიზებითა და სამოქალაქო ინსტიტუციონალიზმის განვითარების ფონდის ფინანსური მხარდაჭერით, გაიმართა პროექტის “რატომ NATO?” დახურვა.
პროექტში მონაწილეობა მიიღეს თბილისის ექვსი უმაღლესი სასწავლებლის სუდენტებმა, რომლებმაც მოისმინეს სემინარი NATO-ს შესახებ.
სემინარის დახურვაზე ნაჩვენები იყო პროექტთან დაკავშრებით გადაღებული ვიდეოკლიპი. პროექტის ფარგლებში ხელი მოეწერა მემორანდუმს და სტუდენტებმა ხელმოწერით დაადასტურეს, რომ საქართველოს NATO-ში ინტეგრაციის პოლიტიკა მართებულია და აუცილებელია, რომ საქართველო ჩრდილოატლანტიკური ალიანსის წევრი გახდეს

"ენგურჰესმა" წლის უმაღლესი კატეგორიის ჯილდო მიიღო სიახლე
"ენგურჰესმა" წლის უმაღლესი კატეგორიის ჯილდო მიიღო "ენგურჰესი" წლის უმაღლესი კატეგორიის ჯილდოთი ევროპის საერთაშორისო ხარისხის ასოციაცია "პარიზის კლუბმა" ოფიციალურად დააჯილდოვა. "ენრგურჰესს" ჯილდო საზეიმო ცერემონიაზე ჟენევაში გადაეცა.
"ენგურჰესი" უმაღლესი კატეგორიის პლატინის ჯილდოს მფლობელი გახდა. მართვის სისტემების გაუმჯობესებისა და ხარისხის მიღწევების კვლევებისა და შეფასების შედეგად ბიზნესის ინიციატივათა საერთაშორისო კომიტეტმა (BID) "ენგურჰესს" უმაღლესი კატეგორიის ჯილდო გადასცა.
ბიზნესის ინიციატივათა საერთაშორისო კომიტეტი (BID) ყოველწლიურად ატარებს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის იმ კომპანიების შეფასებას, რომელთაც წარმატება მიაღწიეს ტექნოლოგიებისა და ხარისხის სისტემების დანერგვაში, წარმოების განვითარებასა და მენეჯმენტში
საქართველო-თურქეთის ელექტროგადამცემი ხაზის მშნებლობაზე 130 მლნ. ლარი დაიხარჯება სიახლე
საქართველო-თურქეთის ელექტროგადამცემი ხაზის მშნებლობაზე 130 მლნ. ლარი დაიხარჯება2011 წელს საქართველოსა და თურქეთის ელექტროსისტემების დამაკავშირებელი შავი ზღვის მაღალი ძაბვის (500/400კვ) ელექტროგადამცემი ხაზის მშნებლობისთვის 130 მლნ. ლარის დახარჯვა იგეგმება. ფინანსთა მისტრის განმარტებით, მომავალ წელს მთავრობა ამ მიმართულებით 130 მლნ ლარი დაიხარჯებას ვარაუდობს.
"ეს პროექტი ჯამში 3-წლიანი გახლავთ და მისი განხორციელების შემდეგ საქართველოს ეხსნება გზა, დიდი მოცულობით ელექტროენერგიის ექსპორტი აწარმოოს თურქეთში. თურქეთიდან უკვე მისი ექსპორტი ტექნიკურად შესაძლებელია როგორც ერაყში, ისე ბალკანეთის ქვეყნებში, სადაც ელექტროენერგიის დეფიციტი არსებობს", - აცხადებს კახა ბაინდურაშვილი.
მინისტრის განცხადებით, ენერგეტიკა ეკონომიკის განვითარარების მთავარი ძრავა, ამიტომ ეს პროექტი მეტად მნიშვნელოვანია







Wi-Fi
UMTS
WiMAX
CDMA
EDGE
Cellular 3,5G
HSPA
Mobile WiMAX - 4G
GSM
GPRS



  ყველა უფლება დაცულია © Copyright 2009.
GTU | ელ.ფოსტა: gtunews@gtu.ge