სიახლე



«    ნოემბერი 2024    »
ორშსამოთხხუთპარშაბკვ
 
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
 
დაგვიკავშირდით

სტუ-სა და ფლორენციის რომულადო დელ ბიანკოს ფონდს შორის მემორანდუმს მოეწერა ხელი სიახლე
სტუ-სა და ფლორენციის რომულადო დელ ბიანკოს ფონდს შორის მემორანდუმს მოეწერა ხელი საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში ფლორენციის რომულადო დელ ბიანკოს ფონდსა და სტუ-ს შორის მემორანდუმს მოეწერა ხელი. სტუ-ის მხრიდან მემორანდუმს ხელი მოაწერეს სტუ-ის რექტორმა, პროფესორმა არჩილ ფრანგიშვილმა და არქიტექტურის, ურბანისტიკის და დიზაინის ფაკულტეტის დეკანმა, პროფესორმა გოჩა მიქიაშვილმა, ხოლო ფონდის მხრიდან ფონდის პრეზიდენტმა პაოლო დელ ბიანკომ. მემორანდუმის ხელმოწერას ესწრებოდნენ ფონდის გენერალური მდივანი სიმონე ჯიომეტი, ტექნიკური უნივერსიტეტის ადმინისტრაციისა და ფაკულტეტების წარმომადგენლები. მემორანდუმის ხელმოწერამდე ტექნიკური უნივერსიტეტის არქიტექტურის, ურბანისტიკის და დიზაინის ფაკულტეტის ვიდეოკლიპების პრეზენტაზია გაიმართა
ევროკომისიის ჩარჩო პროგრამების თემაზე ტრენინგი ეწყობა სიახლე
ევროკომისიის ჩარჩო პროგრამების თემაზე ტრენინგი ეწყობა 1-ელ ივლისს, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობათა და სტანდარტების სამსახურის ინიციატივით, ეწყობა ტრენინგი თემაზე “ევროკომისიის ჩარჩო პროგრამების გაცნობა ევროპელი ექსპერტების მონაწილეობით”. ტრენინგის მიზანია, უნივერსიტეტის საზოგადოებასა და დაინტერესებულ პირებს გააცნოს საერთაშორისო ფონდების საქმიანობა, მათთან თანამშრომლობის ახალი შესაძლებლობები, მათ შორის, ევროკომისიის პროექტების მომზადება, სააპლიკაციო ფორმების შედგენა და სხვა
თბილისში გაიმართება კონფერენცია "ელექტრონული სწავლება კავკასიაში - 2010" სიახლე
თბილისში გაიმართება კონფერენცია "ელექტრონული სწავლება კავკასიაში - 2010" 24-25 ივნისს თბილისში, "დიდუბე პლაზაში", გაიმართება რეგიონალური კონფერენცია "ელექტრონული სწავლება კავკასიაში - 2010".
როგორც ღონისძიების ორგანიზატორები აცხადებენ, "ელექტრონული სწავლება კავკასიაში - 2010" InWent-ის (კვალიფიკაციის ამაღლების საერთაშორისო გერმანული ორგანიზაცია) მიერ წარმატებით განხორციელებული ერთ-ერთი პროექტის ნაწილია და მას გერმანიის ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ფედერალური სამინისტრო აფინანსებს

ჟინვალის წყალსაცავთან ჯვართამაღლების ეკლესიის მშენებლობა დაიწყო სიახლე
ჟინვალის წყალსაცავთან  ჯვართამაღლების ეკლესიის მშენებლობა დაიწყო არაგვის ხეობაში, ჟინვალის წყალსაცავთან, საქართველოს საპატრიარქოს კურთხევით, ჯვართამაღლების ეკლესიის მშენებლობა დაიწყო. შენობას საძირკველი უკვე ჩაეყარა. საქველმოქმედო პროექტს კომპანია “ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი” ახორციელებს. ჯვართამაღლების ეკლესიის მშენებლობა აგვისტოში დასრულდება.
1985 წელს, ჟინვალის კაშხლის მშენებლობის დასრულების შედეგ, წყლის ქვეშ დუშეთის რაიონის რამდენიმე სოფელი და ეკლესია მოექცა, მათ შორის XI-XII საუკუნეებში ნაგები ჯვართამაღლების (ჯვარპატიოსნის) ეკლესია, რომელიც მხოლოდ ზამთრის პერიოდში ჩნდება, როცა წყლის დონე იკლებს
საქართველო ვაზისა და ღვინის 33-ე მსოფლიო კონგრესს უმასპინძლებს სიახლე
საქართველო ვაზისა და ღვინის 33-ე მსოფლიო კონგრესს უმასპინძლებს 20 ივნისს საქართველო ღვინის სფეროში ერთ-ერთ ყველაზე მასშტაბურ და პრესტიჟულ ღონისძიებას - ვაზისა და ღვინის 33-ე მსოფლიო კონგრესს უმასპინძლებს. კონგრესის მასპინძლობის უფლება მხოლოდ ტრადიციული მეღვინეობის, ადგილობრივი ვაზის ჯიშის და მევენახეობის სხვადასხვა რეგიონის მქონე ქვეყნებს აქვთ. საქართველოში კონგრესზე დასასწრებად 42 ქვეყნიდან 300-ზე მეტი სტუმარი ჩამოვა
სტუ-ში სისხლის სამართლის ახალი საპროცესო კოდექსის განხილვა გაიმართება სიახლე
სტუ-ში სისხლის სამართლის ახალი საპროცესო კოდექსის განხილვა გაიმართება16 ივნისს, 13:30 საათზე, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ადმინისტრაციული კორპუსის საკონფერენციო დარბაზში სისხლის სამართლის ახალი საპროცესო კოდექსის განხილვა გაიმართება. ამის შესახებ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამართლის დეპარტამენტის იურიდიული კლინიკის ხელმძღვანელმა, გიორგი მთიულიშვილმა განაცხადა. მისი ინფორმაციით, სტუმრობას წინ უძღოდა უნივერსიტეტის სამართლის დეპარტამენტის იურიდიული კლინიკის ინიციატივა
საინფორმაციო ტექნოლოგიებში პედაგოგთა გადამზადება მიმდინარეობს სიახლე
საინფორმაციო ტექნოლოგიებში პედაგოგთა გადამზადება მიმდინარეობს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე ირინე ქურდაძე და მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ცენტრის დირექტორი გია მამულაშვილი თბილისის 187-ე საჯარო სკოლაში საინფორმაციო ტექნოლოგიებში პედაგოგთა ტრენინგის მიმდინარეობას გაეცნენ. გადამზადებაში დედაქალაქის რამდენიმე საჯარო სკოლის მასწავლებელი მონაწილეობდა
სტუ-ს "პედროლოს" ხელმძღვანელი ეწვია სიახლე
სტუ-ს "პედროლოს" ხელმძღვანელი ეწვია საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტს იტალიური კონცერნის, “პედროლოს“ ხელმძღვანელი, ცნობილი იტალიელი ბიზნესმენი, საზოგადო მოღვაწე, გამომგონებელი, დიპლომატი და მეცენატი სილვანო პედროლო, მისი მოადგილე რობერტო რეჯანი და ცნობილი ჟურნალისტი ფრანკო რუფო ეწვივნენ.
იტალიელ სტუმრებს შეხვდნენ სტუ-ის რექტორი, პროფესორი არჩილ ფრანგიშვილი, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ადმინისტრაციის წარმომადგენლები. სტუ-ის ადმინისტრაციულ კორპუსში არსებულ შეხვედრების ოთახში (ე. წ. meeting room-ში) სპეციალურად სტუმრებისთვის გაიმართა ტექნიკური უნივერსიტეტის სამეცნიერო მიღწევების ამსახველი ფილმის ჩვენება, რომლის დასრულების შემდეგ სტუმრები ესაუბრნენ სტუ-ის აკადემიური საბჭოს წევრებს, მეუფე ანანია ჯაფარიძეს, პროფესორ-მასწავლებლებსა და სტუდენტებს

გამოცდების ეროვნული ცენტრის პრეზენტაცია ვაშინგტონში გაიმართება სიახლე
გამოცდების ეროვნული ცენტრის პრეზენტაცია ვაშინგტონში გაიმართება მსოფლიო ბანკის ინიციატივით, საქართველოს გამოცდების ეროვნული ცენტრის პრეზენტაცია ვაშინგტონში გაიმართება. ამის შესახებ მსოფლიო ბანკის ვიცე–პრეზიდენტმა ევროპასა და ცენტრალურ აზიაში ფილიპ ლე რუმ გამოცდების ეროვნულ ცენტრში სტუმრობის შემდეგ განაცხადა.
ფილიპ ლე რუს განცხადებით, საქართველოს ეროვნული გამოცდების ცენტრის გამოცდილება უნიკალურია. ეს არის აბსოლუტურად უნიკალური სისტემა, რომელიც 2005 წლიდან სწორედ მსოფლიო ბანკის დახმარებით შეიქმნა და დაიწყო

გამოცდების ეროვნულ ცენტრს მსოფლიო ბანკის ვიცე-პრეზიდენტი ეწვევა სიახლე
გამოცდების ეროვნულ ცენტრს მსოფლიო ბანკის  ვიცე-პრეზიდენტი ეწვევა 12 ივნისს, 16:00 საათზე, გამოცდების ეროვნულ ცენტრს მსოფლიო ბანკის ვიცე-პრეზიდენტი ევროპასა და ცენტრალურ აზიაში, ფილიპ ლე რუ ეწვევა.
მსოფლიო ბანკის ვიცე-პრეზიდენტი საქართველოში ვიზიტის ფარგლებში მოინახულებს ორგანიზაციებს, რომლებიც მსოფლიო ბანკის მხარდაჭერით ახორციელებენ პროექტებს. 12 ივნისს ლე რუ გამოცდების ეროვნულ ცენტრს ეწვევა








Wi-Fi
UMTS
WiMAX
CDMA
EDGE
Cellular 3,5G
HSPA
Mobile WiMAX - 4G
GSM
GPRS



  ყველა უფლება დაცულია © Copyright 2009.
GTU | ელ.ფოსტა: gtunews@gtu.ge