« დეკემბერი 2024 » |
---|
ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვ |
---|
| 1 | 2 | 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 | 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 | 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 | 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 | 31 | |
დაგვიკავშირდით
|
|
|
განათლების მინისტრმა ოლიმპიადაში გამარჯვებულები დააჯილდოვა |
სიახლე |
|
|
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა დიმიტრი შაშკინმა ყაზახეთის ჟაუტიკოვის 2011 წლის მე-7 საერთაშორისო ოლიმპიადაში გამარჯვებული 5 მოსწავლე პერსონალური კომპიუტერებით დააჯილდოვა. მინისტრის თქმით, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო ნიჭიერ და წარმატებულ მოსწავლეთა ხელშეწყობას და წახალისებას გააგრძელებს |
|
|
ენერგეტიკისა და ტელეკომუნიკაციების ფაკულტეტზე შეხვედრა გაიმართა |
სტუ |
|
|
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ენერგეტიკისა და ტელეკომუნიკაციების ფაკულტეტზე თბილისის 36-ე საჯარო სკოლის დამამთავრებელი კლასის მოსწავლეებთან შეხვედრა გაიმართა. როგორც ფაკულტეტის დეკანმა გია არაბიძემ განაცხადა, ასეთი შეხვედრები განსაკუთრებით მნიშვნელოვანი და დროულია აბიტურიენტთათვის |
|
|
ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში ახალი პროექტის პრეზენტაცია გაიმართა |
კულტურა, სპორტი |
|
|
დღეს ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში გაიმართა პროექტის "მოხატული ისტორიული დოკუმენტები საქართველოს სიძველეთსაცავებიდან" პრეზენტაცია, რომელიც შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის დაფინანსებით ხორციელდება. ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის პროექტი "მოხატული ისტორიული დოკუმენტები საქართველოს სიძველეთსაცავებიდან" მიზნად ისახავს ქვეყნის მასშტაბით მუზეუმებში დაცული ქართული, სპარსული და ოსმალური მოხატული დოკუმენტების გამოვლენას, დიგიტალიზაციასა და ინტერდისციპლინარულ კვლევას, კვლევის შედეგების მიწოდებას მკვლევართათვის, საერთაშორისო საზოგადოების ფართო წრისათვის და მის ჩართვას სასწავლო-საგანმანათლებლო პროგრამებში |
|
|
ბრიუსელსა და თბილისს შორის ვიდეოკონფერენცია გაიმართა |
სიახლე |
|
|
26 იანვარს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის შეხვედრების ოთახში ევროკომისიის FP-7 სამეცნიერო პროგრამის ერთ-ერთი საგრანტო მიმართულების (MARIE CURIE – დაფინანსებადი სამეცნიერო პროგრამა) ფარგლებში, ბრიუსელსა და თბილისს შორის, ვიდეოკონფერენცია გაიმართა. ღონისძიებას საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის პროფესორ-მასწავლებლები და სტუდენტები ესწრებოდნენ |
|
|
დღეს ნინოობაა |
კულტურა, სპორტი |
|
|
27 იანვარს ქართული მართლმადიდებელი ეკლესია მოციქულთა სწორის, ქართველთა განმანათლებლის - წმინდა ქალწულის, ნინოს ხსენების დღეს აღინიშნავს. დღესასწაულთან დაკავშირებით, სრულიად საქართველოს კათალიკოს-პატრიარქს, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსს, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტს, უწმიდესსა და უნეტარეს ილია II-ს, სიღნაღში, ბოდბის მონასტერში ელოდებიან. კახეთის საინფორმაციო ცენტრის ინფორმაციით, ნინოობასთან დაკავშირებით მონასტერში წირვას პატრიარქი აღავლენს |
|
|
საზღვარგარეთ არსებული საკვირაო სკოლებისთვის სასწავლო პროგრამის პრეზენტაცია გაიმართება |
სიახლე |
|
|
26 იანვარს, 11:00 საათზე, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი დიმიტრი შაშკინი და საქართველოს სახელმწიფო მინისტრი დიასპორის საკითხებში მირზა (პაპუნა) დავითაია საზღვარგარეთ არსებული საკვირაო სკოლებისთვის ერთიანი სასწავლო პროგრამის პრეზენტაციას გამართავენ. სასწავლო პროგრამა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსა და დიასპორის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატის თანამშრომლობით შეიქმნა |
|
|
სტუდენტების მობილობის პროცესი იწყება |
სიახლე |
|
|
საქართველოს აკრედიტებულ უმაღლეს სასწავლებლებში სტუდენტების მობილობის პროცესი იწყება. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში მინისტრის მოადგილემ, ნოდარ სურგულაძემ და განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორმა, დავით კერესელიძემ, ბრიფინგი გამართეს. როგორც სურგულაძემ განაცხადა, იწყება სტუდენტთა მობილობის ანუ ერთი აკრედიტებული უმაღლესი სასწავლებლიდან მეორე აკრედიტებულ უმაღლეს სასწავლებელში გადასვლის პროცესი |
|
|
მამა თეოდორემ სტუდენტებთან პიროვნების თავისუფლების თემაზე ისაუბრა |
სტუ |
|
|
21 იანვარს საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში, გიორგი ნიკოლაძის სახელობის დარბაზში, სტუ-ის სტუდენტური თვითმმართველობის წარმომადგენლებმა თბილისის ჯვართამაღლების ტაძრის წინამძღვარი მამა თეოდორე გიგნაძე მოიწვიეს. შეხვედრას სტუ-ის საზოგადოებასთან ურთიერთობისა და სტანდარტების განყოფილების წარმომადგენლების ესწრებოდნენ. შეხვედრის თემა იყო პიროვნების თავისუფლება |
|
|
ფიზიკის მასწავლებლები CERN-ის კვლევით ლაბორატორიაში სტაჟირებას გაივლიან |
მეცნიერება |
|
|
თბილისისა და საქართველოს რეგიონების საჯარო სკოლების ფიზიკის 14 მასწავლებელი შვეიცარიაში, CERN-ის კვლევით ლაბორატორიაში სტაჟირებას გაივლის. ატომური კვლევების ევროპული ორგანიზაცია - CERN მსოფლიოს უდიდესი ლაბორატორიაა ელემენტარული ნაწილაკების ფიზიკაში. განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნულმა ცენტრმა, CERN- ის ექსპერტებთან თანამშრომლობით, ქართველი მასწავლებლებისთვის სპეციალური სატრენინგო პროგრამა შეიმუშავა |
|
|
ინფორმაციის გადაცემის რომელ ტექნოლოგიას აქვს მეტი პერსპექტივა? |
|