« დეკემბერი 2024 » |
---|
ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვ |
---|
| 1 | 2 | 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 | 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 | 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 | 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 | 31 | |
დაგვიკავშირდით
|
|
|
სტუ-ში ელექტროენერგეტიკოსების მოსამზადებელი სასწავლო ცენტრი გაიხსნა |
სიახლე |
|
|
საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში ელექტროენერგეტიკული სექტორის სპეციალისტების მოსამზადებელი თანამედროვე სასწავლო ცენტრი გაიხსნა. სასწავლო ცენტრი, რომელსაც სამხრეთკავკასიის რეგიონში ანალოგი არ გააჩნია, სს „თელასის" დაფინანსებით დაარსდა. ცენტრი სტუ-ის ენერგეტიკის ფაკულტეტის სტუდენტების პრაქტიკულ მომზადებას, სს „თელასისა" და საქართველოში მოქმედი სხვა ენერგოკომპანიების ტექნიკური პერსონალის პროფესიული კვალიფიკაციის დონის ამაღლებას მოემსახურება. სასწავლო ცენტრი აგრეთვე გადაამზადებს სპეციალისტებს სომხეთიდან და აზერბაიჯანიდან |
|
|
Ford-მა ახალი Focus ST წარმოადგინა |
ტექნოლოგიები |
|
|
კომპანია "ფორდმა" "ფოკუსის" ჰეჩბეკის ახალი მოდიფიკაციის პირველი ოფიციალური სურათები წარმოადგინა, რომელმაც ტრადიციული სახელწოდება - ST მიიღო. ავტომობილის მსოფლიო წარდგენა პარიზის ავტოშოუზე გაიმართება, ხოლო მსოფლიოს ბაზრებზე მისი გასაყიდად გამოტანა 2012 წლისთვის იგეგმება |
|
|
”ფორდმა” უსაფრთხოების ბალიში კიდევ უფრო უსაფრთხო გახადა |
ტექნოლოგიები |
|
|
კომპანია ”ფორდი” თავისი ავტომობილების უსაფრთხოების ახალი ბალიშებით აღჭურვას აპირებს, რომლებიც ფრონტალური დაჯახების შემთხვევაში, მძღოლის ნეკნების დაზიანების შესაძლებობას მნიშვნელოვნად შეამცირებს. პირველი ავტომობილი, რომელსაც ამ ახალი ტექნოლოგიით აღჭურვავენ, ბაზარზე 2011 წლიდან გამოშვებული ”ფორდ ფოკუსი” იქნება. |
|
|
EWG-მა მობილური ტელეფონის ადამიანის ჯანმრთელობაზე გავლენა გამოიკვლია |
ტექნოლოგიები |
|
|
ავტორიტეტულმა ამერიკულმა ორგანიზაცია EWG-მა (Environmental Working Group) გამოიკვლია მობილური ტელეფონის გავლენა ადამიანის ჯანმრთელობაზე. მიღებული შედეგები ურთიერთსაწინააღმდეგოა. მიმდინარე წლის სექტემბერში ნაციონალურმა ინსტიტუტმა "რაკამ" აშშ-ში აღნიშნულ თემაზე გამოაქვეყნა ნაშრომი. ექიმები, ძირითადად, ეძებდნენ კავშირს უკაბელო ტელეფონების მოხმარებასა და თავის ტვინის სხვადასხვა სახის სიმსივნის ჩამოყალიბებას შორის. საბოლოოდ ყველა თანხმდება, რომ მობილური ტელეფონების გამოყენებამ ფართო მასშტაბი იმდენად ცოტა ხანია რაც მიიღო, რომ ნაადრევია დასკვნების გაკეთება |
|
|
Canon-ის ფოტოკამერა თვალისთვის შეუმჩნეველ ფერებსაც კი დააფიქსირებს |
ტექნოლოგიები |
|
|
იაპონურმა კომპანია Canon-მა ნიუ-იორკში გამოფენა EXPO 2010-ზე ფოტოაპარატის კონცეპტი დააანონსა, რომელსაც იმდენი ფერის დაფიქსირება შეუძლია, რამდენსაც ადამიანის თვალიც კი ვერ ამჩნევს. კომპანიის წარმომადგენელთა თქმით, ახალ ფოტოაპარატს გადაღება იმ პირობებშიც კი შეეძლება, როცა განათების ხარისხი თანამედროვე პროფესიული ფოტოაპარატებისთვის განსაზღვრულზე 100-ჯერ ნაკლები იქნება. |
|
|
იწყება აქცია "დავასუფთაოთ საქართველო" |
სიახლე |
|
|
17 სექტემბერს საქართველოს მასშტაბით იწყება აქცია, სახელწოდებით "დავასუფთაოთ საქართველო" ("დავასუფთაოთ მსოფლიო" კამპანიის ფარგლებში). 17, 18, 19 სექტემბერს მთელ მსოფლიოში მოხალისეების მიერ ტარდება ერთ-ერთი უდიდესი გარემოსდაცვითი კამპანია "დავასუფთაოთ მსოფლიო" (Clean Up the World), რომელსაც საფუძველი ჩაეყარა 1992 წელს, გაეროს გარემოსდაცვითი პროგრამის (UNEP) ინიციატივით და მასში დღეისათვის მონაწილეობს 120 ქვეყანა |
|
|
სტუ-ში სასწავლო ცენტრი “შნაიდერ ელექტრიკ-თელასი” გაიხსნება |
სიახლე |
|
|
ხვალ, 17 სექტემბერს, საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში სასწავლო ცენტრი “შნაიდერ ელექტრიკ-თელასი” გაიხსნება. ცენტრის გახსნის საზეიმო ცერემონიალს დაესწრებიან ქ. თბილისის მერი გიგი უგულავა, საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერი რუსუდან კერვალიშვილი, საქართველოს განთლებისა და მეცნიერების მინისტრი დიმიტრი შაშკინი, საქართველოს ენერგეტიკის მინისტრი ალექსანდრე ხეთაგური, საფრანგეთის ელჩი საქრთველოში ერიკ ფურნიე, “FBC”-ის (French Business Council) პრეზიდენტი ჟილბერ ი, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი არჩილ ფრანგიშვილი, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ადმინისტრციის ხელმძღვანელი ქეთი ქოქრაშვილი, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის საგარეო ურთიერთობისა და სტანდარტების სამსახურის უფროსი ოთარ ზუმბურიძე, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ენერგეტიკისა და ტელეკომუნიკაციის ფაკულტეტის დეკანი გია არაბიძე, “ინტერ რაო ეს”-ის ამიერკავკასიის, თურქეთისა და ახლოაღმოსავლეთის დივიზიონის ხელმძღვანელი ანდრეი ზავრაზნოვი, სს “თელასის” გენერალური დირექტორი იური პიმენოვი, სს “თელასის” ტექნიკური დირექტორი მამუკა ქობალია, სს “თელასის” კომერციული დირექტორი დავით ქართველიშვილი, სს “თელასის” ფინანსური დირექტორი ედვარდ ოგანესიანი, საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის რეაბილიტაციის სამმართველოს მმართველთა საბჭოს თავმჯდომარე სულხან ზუმბურიძე, სტუ-ის აკადემიური საბჭოს წევრები, სტუ-ის დეკანები, სტუ-ის დეპარტამენტებისა და ფაკულტეტების ხელმძღვანელები და სხვა სტუმრები |
|
|
არაქართველი მოსწავლეებისთვის ორენოვანი სახელმძღვანელოები გამოიცა |
სიახლე |
|
|
16 სექტემბერს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი დიმიტრი შაშკინი მარნეულში ჩავა. შაშკინი ქვემო ქართლის გუბერნატორ დავით კირკიტაძესთან ერთად მარნეულის მესამე საჯარო სკოლას ესტუმრება და მოსწავლეებს ახალ მულტიბილინგურ სახელმძღვანელოებს უსასყიდლოდ გადასცემს. პირველად საქართველოში არაქართველი მოსწავლეებისთვის ორენოვანი სახელმძღვანელოები გამოიცა, სადაც სასწავლო მასალის 35 პროცენტი ქართულ ენაზეა. სომხურ, აზერბაიჯანულ და რუსულ ენებზე ითარგმნა მე-7, მე-8, მე-9, მე-11 და მე-12 კლასების ისტორიისა და გეოგრაფიის წიგნები, რომლებიც მოსწავლეებს უფასოდ გადაეცემათ |
|
|
მსოფლიო დემოკრატიის საერთაშორისო დღეს აღნიშნავს |
--- |
|
|
დღეს, 15 სექტემბერს, მსოფლიო დემოკრატიის საერთაშორისო დღეს აღნიშნავს. გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) საქართველოს წარმომადგენლობის ინიციატივით, მომავალ დღეებში საქართველოში რამდენიმე ღონისძიება ჩატარდება. 15 სექტემბერს, 13:00 საათზე, რუსთავის მე-20 მიკრორაიონში, 25-ე საჯარო სკოლაში, მოხდება სკოლის სამოქალაქო განათლების სასწავლო პროგრამის წარდგენა. როგორც ღონისძიების ორგანიზატორები აცხადებენ, პრაქტიკული და თეორიული სავარჯიშო დაეხმარება სკოლის მოსწავლეებს მოამზადონ და ჩაატარონ სკოლის მოსწავლეთა თვითმმართველობის არჩევნები. პროგრამას აფინანსებს საქართველოს მთავრობა და ახორციელებს გაეროს განვითარების პროგრამა (UNDP) |
|
|
ინფორმაციის გადაცემის რომელ ტექნოლოგიას აქვს მეტი პერსპექტივა? |
|