News.GTU.ge



«    მაისი 2024    »
ორშსამოთხხუთპარშაბკვ
 
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
31
 
დაგვიკავშირდით

"რედისონში" გაიხსნება პირველი ეროვნული კონფერენცია "თამბაქო ან ჯანმრთელობა" სიახლე
"რედისონში" გაიხსნება პირველი ეროვნული კონფერენცია "თამბაქო ან ჯანმრთელობა" 19 თებერვალს, 12:00 საათზე, სასტუმრო "რედისონში” გაიხსნება პირველი ეროვნული კონფერენცია "თამბაქო ან ჯანმრთელობა”.
ორდღიანი კონფერენცია მიზნად ისახავს, თავი მოუყაროს საქართველოში არსებულ სამეცნიერო და პრაქტიკულ პოტენციალს თამბაქოს სფეროში, აგრეთვე რელევანტურ გამოცდილებას უცხოეთში
სიღნაღში გაიმართება პრესკონფერენცია თემაზე "ტურიზმი საქართველოში" სიახლე
სიღნაღში გაიმართება პრესკონფერენცია თემაზე "ტურიზმი საქართველოში" 19-21 თებერვალს სიღნაღში ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტის, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტისა და საქართველოს შემომყვან ტუროპერატორთა ასოციაციის ინიციატივით გაიმართება სამუშაო შეხვედრა, სახელწოდებით "ტურიზმი საქართველოში"
ოპერის თეატრის საბალეტო დასი იაპონიაში მიემგზავრება კულტურა, სპორტი
ოპერის თეატრის საბალეტო დასი იაპონიაში მიემგზავრება თბილისის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო აკადემიური თეატრის საბალეტო დასი, ნინო ანანიაშვილის ხელმძღვანელობით, საგასტროლოდ იაპონიაში მიემგზავრება.
იაპონიაში ეს დასის მეორე დიდი გასტროლია, რომელიც 24 თებერვალს ქალაქ ნაგოიაში დაიწყება და 14 მარტს ტოკიოში დასრულდება.
საგასტროლო ტურნე 2007 წელს იაპონიაში საბალეტო დასის პირველი წარმატებული გასტროლის დროს დაიგეგმა
საუკეთესო საგანმანათლებლო ელექტრონული რესურსების ავტორები ლონდონში გაემგზავრებიან მეცნიერება
საუკეთესო საგანმანათლებლო ელექტრონული რესურსების ავტორები ლონდონში გაემგზავრებიან საუკეთესო საგანმანათლებლო ელექტრონული რესურსების ავტორი მასწავლებლები ლონდონში გაემგზავრებიან. ამის შესახებ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს პრესსამსახური იუწყება.
მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ცენტრის მიერ 2009-2010 სასწავლო წელს განხორციელდა ტრენინგების პროგრამა "ინფორმაციულ-საკომუნიკაციო ტექნოლოგიების გამოყენება სასწავლო პროცესში"
ეროვნულ არქივში ნიკოლოზ საღარაძის ფოტოალბომების რესტავრაცია მიმდინარეობს კულტურა, სპორტი
ეროვნულ არქივში ნიკოლოზ საღარაძის ფოტოალბომების რესტავრაცია მიმდინარეობს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ეროვნული არქივის რესტავრაციისა და მიკროფილმირების ლაბორატორიაში ცნობილი ფოტოგრაფის, ნიკოლოზ საღარაძის ფოტოკოლექციის რესტავრაცია მიმდინარეობს.
კინო-ფოტო-ფონო დოკუმენტების არქივს ნიკოლოზ საღარაძემ მე-19 საუკუნის დასასრულსა და მე-20 საუკუნის დასაწყისში გადაღებული ფოტოსურათების 15 ალბომი 1959-1960 წლებში გადასცა. ფოტოები აერთიანებს დასავლეთ საქართველოში მცხოვრებთა ტიპაჟებს
ეროვნული სასწავლო ოლიმპიადის მეორე ტური 13-14 მარტს ჩატარდება სიახლე
ეროვნული სასწავლო ოლიმპიადის მეორე ტური 13-14 მარტს ჩატარდება გამოცდების ეროვნულმა ცენტრმა
2010 წლის სასწავლო ოლიმპიადის პირველი ტურის შედეგები გამოაქვეყნა.
ოლიმპიადის მეორე ტურში მონაწილეობას 5696 მოსწავლე მიიღებს, მათგან 2 უსინათლო მოსწავლეა.
განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ინიციატივით, 2009 წლიდან ეროვნული სასწავლო ოლიმპიადა ყოველწლიურად ტარდება
კარლსრუეში "შინისა" და მაია ბარათაშვილის ერთობლივი კონცერტი გაიმართება კულტურა, სპორტი
კარლსრუეში "შინისა" და მაია ბარათაშვილის ერთობლივი კონცერტი გაიმართება 18 თებერვალს გერმანიაში, ქალაქ კარლსრუეში, საკონცერტო დარბაზ "თოლჰაუსში", რომელიც რეგულარულად მასპინძლობს მსოფლიო მუსიკის ვარსკვლავებს, გაიმართება ანსამბლ "შინისა" და მაია ბარათაშვილის ერთობლივი სოლოკონცერტი. ეს ქართველი მომღერლისა და ანსამბლის პირველი ერთობლივი ნამუშევარი იქნება
სტუ-ს პრაღის ტექნიკური უნივერსიტეტის წარმომადგენლები ესტუმრნენ სიახლე
სტუ-ს  პრაღის ტექნიკური უნივერსიტეტის წარმომადგენლები ესტუმრნენ საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტს პრაღის ტექნიკური უნივერსიტეტის წარმომადგენლები ესტუმრნენ. საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი არჩილ ფრანგიშვილი პრაღის ტექნიკური უნივერსიტეტის წარმომადგენლებს შეხვდა.
პრაღის ტექნიკური უნივერსიტეტის არქიტექტურის კათედრის გამგესთან, პროფესორ იან ბოჩანთან და მის ასისტენტთან, იაკობ კონაპასთან შეხვედრას ასევე საქართველოს ადმინისტრაციის წარმომადგენლები და უნივერსიტეტის არქიტექტურის, ურბანისტიკისა და დიზაინის ფაკულტეტის პროფესორ-მასწავლებლები ესწრებოდნენ
გურჯაანში კერამიკული წყალსადენის ნაშთები აღმოჩნდა სიახლე
გურჯაანში კერამიკული წყალსადენის ნაშთები აღმოჩნდა გურჯაანში, აღმაშენებლის ქუჩაზე, ქალაქის ცენტრიდან 200 მეტრის დაშორებით, წყლის სარეაბილიტაციო სამუშაოს პროცესში კერემიკული წყალსადენის ნაშთები აღმოჩნდა. ამის შესახებ "კახეთის საინფორმაციო ცენტრი" იუწყება.
როგორც გამგეობის კულტურის სამსახურის სპეციალისტმა თამაზ მარკოზაშვილმა განაცხადა, სავარაუდოდ, ნაშთები XII-XIII საუკუნეებს მიეკუთვნება
ჯარისკაცი, შესაძლოა, საბრძოლო რობოტმა ჩაანაცვლოს ტექნოლოგიები
ჯარისკაცი, შესაძლოა, საბრძოლო რობოტმა ჩაანაცვლოს ექსპერტთა ნაწილი მიიჩნევს, რომ სამხედრო სფეროში რევოლუცია ახლოვდება. ჩაანაცვლებს თუ არა ჯარისკაცს საბრძოლო რობოტი? _ მომავლის მებრძოლი რობოტების შემქნელები ამ კითხვაზე დადებითად პასუხობენ.
მათი განცხადებით, მომავალში შესაძლებელი გახდება ბრძოლა მანქანების არმიით, რომლებიც ომის ყველა კანონს დაიცავენ და რომელთა წყალობითაც ეს ომი გაცილებით უსაფრთხო გახდება ადამიანებისთვის







Wi-Fi
UMTS
WiMAX
CDMA
EDGE
Cellular 3,5G
HSPA
Mobile WiMAX - 4G
GSM
GPRS



  ყველა უფლება დაცულია © Copyright 2009.
GTU | ელ.ფოსტა: gtunews@gtu.ge