სიახლე



«    მაისი 2024    »
ორშსამოთხხუთპარშაბკვ
 
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
31
 
დაგვიკავშირდით

საქართველოს საჯარო სკოლებში პროგრამა ,,აინშტაინის’’ განხორციელება იწყება სიახლე
საქართველოს საჯარო სკოლებში პროგრამა ,,აინშტაინის’’ განხორციელება იწყება საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ინიციატვით, 26 ოქტომბრიდან საქართველოს საჯარო სკოლებში პროგრამა ,,აინშტაინის’’ განხორციელება იწყება. პროგრამა ,,აინშტაინი’’ საბუნებისმეტყველო საგნებში სასკოლო ლაბორატორიების მოწყობას ითვალისწინებს.
საბუნებისმეტყველო ლაბორატორიების მოწყობა მიზნად ისახავს საბუნებისმეტყველო საგნების სწავლების გაძლიერებას
"არქიტექტურული პრემია 2010"-ის გამარჯვებულები გამოვლინდნენ სიახლე
"არქიტექტურული პრემია 2010"-ის გამარჯვებულები გამოვლინდნენ სასტუმრო "რედისონში" თბილისის საერთაშორისო კონკურსის, "არქიტექტურული პრემია 2010"-ის გამარჯვებულები გამოვლინდნენ.
"ზარაფხანის" მიერ დამზადებული სპეციალური პრიზი ქალაქგეგმარებითი პროექტის ნომინაციაში გამარჯვებულ არქიტექტორს, დავით ცუცქირიძეს საკრებულოს თავმჯდომარე ზაალ სამადაშვილმა გადასცა. კონკურსზე ცუცქირიძემ წარადგინა გლდანის ტბის განაშენიანების პროექტი, სახელწოდებით "თეთრი ტბა".
დანარჩენი გამარჯვებული კონკურსანტები კი სიგელებით დაჯილდოვდნენ
დღეს ”ეროვნული საკვალიფიკაციო ჩარჩოს” პრეზენტაცია გაიმართება სიახლე
დღეს ”ეროვნული საკვალიფიკაციო ჩარჩოს” პრეზენტაცია გაიმართება21 ოქტომბერს 13:00 საათზე, სასტუმრო ”Tbilisi Marriott”-ში საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო და სსიპ - განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი ”ეროვნული საკვალიფიკაციო ჩარჩოს” პრეზენტაციას გამართავენ. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს.
მათი განცხადებით, დოკუმენტს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი დიმიტრი შაშკინი და განთლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორი დავით კერესელიძე წარადგენენ
პროფსასწავლებლებში სწავლების საფასურის 80%-ს სახელმწიფო დააფინანსებს სიახლე
პროფსასწავლებლებში სწავლების საფასურის 80%-ს სახელმწიფო დააფინანსებს პროფესიულ სასწავლებლებში სწავლების საფასურის 80%-ს სახელმწიფო 2011 წლის იანვრიდან დააფინანსებს. ამის შესახებ 20 ოქტომბერს, მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ, საქართველოს განათლების და მეცნიერების მინისტრმა დიმიტრი შაშკინმა განაცხადა.
მისი თქმით, ქვეყნის მასშტაბით არსებული პროფსასწავლებლების რეორგანიზაცია 2011 წლის ბოლომდე დასრულდება, პროფსასწავლებლებს სახელი შეეცვლება და "პროფესიული სწავლების კოლეჯები" დაერქმევა
სტუ-სა და სტამბულის ფათიჰის უნივერსიტეტს შორის მემორანდუმი გაფორმდა სიახლე
სტუ-სა და სტამბულის ფათიჰის უნივერსიტეტს შორის მემორანდუმი გაფორმდა18 ოქტომბერს საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტსა და სტამბულის ფათიჰის უნივერსიტეტს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. მემორანდუმს ხელი მოაწერეს სტუ-ი რექტორმა არჩილ ფრანგიშვილმა და სტამბულის ფათიჰის უნივერსიტეტის რექტორმა შერიფ ალი თექალანმა
საქართველოში ნატოს დღეები იხსნება სიახლე
საქართველოში ნატოს დღეები იხსნება 18 ოქტომბერს საქართველოში ნატოს დღეები იხსნება. კვირეული 23 ოქტომბრამდე გაგრძელდება.
ნატოს დღეების ორგანიზატორები არიან საინფორმაციო ცენტრი ნატოს შესახებ და ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატი
თბილისში კლიმატის ცვლილების წინააღმდეგ მიმართული კვირეული გაიხსნა სიახლე
თბილისში კლიმატის ცვლილების წინააღმდეგ მიმართული კვირეული გაიხსნა 17 ოქტომბერს კლიმატის ცვლილების საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, თბილისში კლიმატის ცვლილების წინააღმდეგ მიმართული კვირეული გაიხსნა.
"კლიმატის კვირეულის" ფარგლებში დაგეგმილია სხვადასხვა სახის ღონისძიების ჩატარება, ღონისძიებებს ველოსიპედისტების და სკეიდბორდისტების მსვლელობა გახსნის, რომელშიც მოხალისე ახალგაზრდებთან ერთად გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრი გოგა ხაჩიძე, თბილისის მერი გიგი უგულავა, საქართველოში ევროგაერთიანების წარმომადგენლობის ხელმძღვანელი, ელჩი პერ ეკლუნდი და საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები მონაწილეობას მიიღებენ
დღეს 2011-2016 წლების ეროვნული სასწავლო გეგმის პროექტის პრეზენტაცია გაიმართება სიახლე
დღეს 2011-2016 წლების ეროვნული სასწავლო გეგმის პროექტის პრეზენტაცია გაიმართება საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ეროვნული სასწავლო გეგმებისა და შეფასების ცენტრმა მუშაობა დაასრულა 2011-2016 წლების ეროვნული სასწავლო გეგმის პროექტზე. 11 ოქტომბერს, 15:00-ზე, მინისტრი დიმიტრი შაშკინი და ცენტრის დირექტორი ნათია ჯოხაძე სასწავლო გეგმის პროექტის პრეზენტაციას გამართავენ
სტუდენტები იმიტირებულ ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს გამართავენ სიახლე
სტუდენტები იმიტირებულ ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს გამართავენ ხვალ, 11 ოქტომბერს, იუსტიციის დღესთან დაკავშირებით, იუსტიციის სასწავლო ცენტრი, სტუდენტების მონაწილეობით, იმიტირებულ ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს გამართავს . იმიტირებული სასამართლო პროცესიის დროს განიხილება მკვლელობის რეალური საქმე და ის მაქსიმალურად იქნება მიახლოებული რეალობასთან
კიბერდანაშაულზე გამკაცრებული საკანონმდებლო ნორმები ძალში შედის სიახლე
კიბერდანაშაულზე გამკაცრებული საკანონმდებლო ნორმები ძალში შედის დღეიდან, 8 ოქტომბრიდან, კიბერდანაშაულზე გამკაცრებული საკანონმდებლო ნორმები ძალში შედის. საკანონმდებლო ცვლილებებით, სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობა იურიდიულ პირებზედაც გავრცელდება, რაც მათ ლიკვიდაციას, საქმიანობის უფლების ჩამორთმევას, ჯარიმას ან ქონების ჩამორთმევას ითვალისწინებს.
სისხლის სამართლებრივი დანაშაულად ჩაითვლება კომპიუტერულ სისტემაში უნებართვოდ შესვლა, ნებისმიერი საშუალებით, მათ შორის პაროლით და კერძო კომუნიკაციის გაცნობა. იკრძალება კერძო საუბრის გარკვევის მიზნით კომპიუტერული პროგრამის, კომპიუტერულ სისტემაში შეღწევისთვის საჭირო პაროლის, დაშვების კოდის ან სხვა მსგავსი მონაცემის უნებართვო დამზადება, შენახვა, გაყიდვა, გავრცელება. ასევე კომპიუტერულ სისტემაში კერძო ინფორმაციის უკანონოდ მოპოვება







Wi-Fi
UMTS
WiMAX
CDMA
EDGE
Cellular 3,5G
HSPA
Mobile WiMAX - 4G
GSM
GPRS



  ყველა უფლება დაცულია © Copyright 2009.
GTU | ელ.ფოსტა: gtunews@gtu.ge