სიახლე



«    მაისი 2024    »
ორშსამოთხხუთპარშაბკვ
 
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
31
 
დაგვიკავშირდით

20 თურქი ახალგაზრდა უმაღლეს სასწავლებლებში უგამოცდოდ ჩაირიცხება სიახლე
20 თურქი ახალგაზრდა უმაღლეს სასწავლებლებში უგამოცდოდ ჩაირიცხება პროგრამა "ისწავლე საქართველოში" ფარგლებში 20 თურქი ახალგაზრდა უმაღლეს სასწავლებლებში უგამოცდოდ ჩაირიცხება.
აღნიშნულთან დაკავშირებით, ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში განათლებისა და მეცნიერების მინისტრი დიმიტრი შაშკინი, დიასპორის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრი მირზა (პაპუნა) დავითაია და თსუ-ის რექტორის მოვალეობის შემსრულებელი ალექსანდრე კვიტაშვილი თურქეთის რესპუბლიკიდან ჩამოსულ იმ 20 ახალგაზრდას შეხვდნენ, რომლებმაც სურვილი გამოთქვეს, მონაწილეობა მიეღოთ პროგრამაში "ისწავლე საქართველოში"
პროფესიული განათლების სფეროში რეფორმებს კონფერენცია მიეძღვნება სიახლე
პროფესიული განათლების სფეროში რეფორმებს  კონფერენცია მიეძღვნება პროფესიული განათლების სფეროში მიმდინარე რეფორმებს სპეციალური კონფერენცია მიეძღვნება.
კონფერენციას საქართველოს მთავრობის, საერთაშორისო ორგანიზაციების, საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაციისა და საქართველოს პროფესიული კავშირების წარმომადგენელები დაესწრებიან. შეხვედრაში მონაწილეობას მიიღებენ, აგრეთვე, პროფესიული კოლეჯების დირექტორები და ბიზნესკომპანიების წარმომადგენლები
განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო იწყებს კონკურსს ”გახდი ავიატორი” სიახლე
განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო იწყებს  კონკურსს ”გახდი ავიატორი”საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო ავიაკომპანია ”აირზენა-ჯორჯიან ეარვეისთან” ერთად მთელი საქართველოს მასშტაბით იწყებს ახალ კონკურსს ”გახდი ავიატორი”.
კონკურსის მიზანია ნიჭიერი ახალგაზრდების გამოვლენა, ავიაციის სფეროს პოპულარიზაცია და მასში რაც შეიძლება ბევრი მოზარდის ჩართვა. კონკურსის შედეგად გამოვლინდება საუკეთესო ინდივიდუალური და გუნდური პროექტები. კონკურსი უფასოა და მასში მონაწილეობა შეუძლია მიიღოს სკოლის ნებისმიერი კლასის მოსწავლეს. წარმოდგენილ მოდელებსა და ნახატებს შეაფასებს და გამარჯვებულებს გამოავლენს ჟიური.
კონკურსის ფარგლებში კომპანია ”აირზენა ჯორჯიან ეარვეისის” წარმომადგენლები სკოლებში შეხვდებიან მოსწავლეებს და დეტალურად აუხსნიან მათ კონკურსის პირობებს
ცესკოსა და უმაღლეს სასწავლებლებს შორის მემორანდუმი გაფორმდა სიახლე
ცესკოსა და უმაღლეს სასწავლებლებს შორის მემორანდუმი გაფორმდა 28 სექტემბერს ცენტრალური საარჩევნო კომისიის, საარჩევნო სისტემების განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრისა და საქართველოს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების, მათ შორის საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის წარმომადგენლებმა ხელი მოაწერეს ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს. შეხვედრას ესწრებოდნენ საქართველოს განათლების სამინისტროს, საერთაშორისო და ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები.
მემორანდუმზე ხელმოწერით მხარეები ურთიერთგაგებისა და პატივისცემის პრინციპებით გამოხატავენ ურთიერთთანამშრომლობის სურვილს, რათა ხელი შეუწყონ საქართველოს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების სტუდენტების სამოქალაქო ცნობიერების ამაღლებას, პრაქტიკული უნარ-ჩვევების განვითარებასა და თანამედროვე მოთხოვნების შესატყვისი კომპეტენციის მქონე იურისტების მომზადებას საარჩევნო სამართლის დარგში
სტუ-ის თანამშრომლები ბავშვთა სახლს ესტუმრნენ სიახლე
სტუ-ის თანამშრომლები ბავშვთა სახლს ესტუმრნენსაქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის საერაშორისო ურთიერთობათა და სტანდარტების სამსახურის თანამშრომელი, გაზეთ “ტექნიკური უნივერსიტეტის” მთავარი რედაქტორი ნიკოლოზ ბრეგვაძე, ქალთა არასამთავრობო ორგანიზაციის ხელმძღვანელებთან, ირმა ჯანგირაშვილთან და ნანა ალადაშვილთან ერთად ნუცუბიძის ქუჩაზე მდებარე ბავშვთა სახლს ესტუმრა
დიღმის ტყეპარკში გარემოსდაცვითი აქცია გაიმართება სიახლე
დიღმის ტყეპარკში გარემოსდაცვითი აქცია გაიმართება 23 სექტემბერს, 18:30 საათზე, დიღმის ტყეპარკში გაიმართება გარემოსდაცვითი აქცია, რომელსაც ფონდი "ღია საზოგადოება-საქართველო", "კავკასიის გარემოსდაცვითი არასამთავრობო ორგანიზაციების ქსელი" (CENN), საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია, ადამიანის უფლებათა ცენტრი და ანა გაბრიაძის საინიციატივო ჯგუფი უწევენ ორგანიზებას. ღონისძიებას საელჩოების, საერთაშორისო ორგანიზაციების, არასამთავრობო ორგანიზაციების, მერიის, საკრებულოს, მედიის წარმომადგენლები და საზოგადოებისთვის ცნობილი სახეები დაესწრებიან. აქციის მსვლელობისას მოეწყობა სტუდია "მონიტორის" ფილმის ჩვენება დიღმის ტყეპარკზე
პრეზიდენტმა გაეროს შტაბბინაში განათლების სისტემაზე ისაუბრა სიახლე
პრეზიდენტმა გაეროს შტაბბინაში განათლების სისტემაზე ისაუბრასაქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა გაეროს შტაბბინაში, 65-ე გენერალურ ასამბლეაზე მისასალმებელი სიტყვით გამოსვლის დროს განათლების სისტემაში არსებულ ვითარებაზე ისაუბრა. პრეზიდენტის განცხადებით, განათლების გაუმჯობესება ათასწლეულის უმნიშვნელოვანესი გამოწვევაა და საქართველოს ხელისუფლების ეკონომიკური ხედვის ერთ-ერთ წამყვან ელემენტს წარმოადგენს. მიხეილ სააკაშვილი აცხადებს, რომ განათლების სისტემის გაუმჯობესება ის გზაა, რომელმაც ხალხი სიღარიბიდან უნდა გამოიყვანოს. მისი თქმით, საქართველოს ხელისუფლებამ მნიშვნელოვანი რეფორმები გაატარა განათლების სფეროში და სხვადასხვა პროექტის ამოქმედებით ამ პროგრამებში მონაწილეობის საშუალება უამრავ ადამიანს მიეცა
სტუ-ში ელექტროენერგეტიკოსების მოსამზადებელი სასწავლო ცენტრი გაიხსნა სიახლე
სტუ-ში ელექტროენერგეტიკოსების მოსამზადებელი სასწავლო ცენტრი გაიხსნა საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში ელექტროენერგეტიკული სექტორის სპეციალისტების მოსამზადებელი თანამედროვე სასწავლო ცენტრი გაიხსნა.
სასწავლო ცენტრი, რომელსაც სამხრეთკავკასიის რეგიონში ანალოგი არ გააჩნია, სს „თელასის" დაფინანსებით დაარსდა. ცენტრი სტუ-ის ენერგეტიკის ფაკულტეტის სტუდენტების პრაქტიკულ მომზადებას, სს „თელასისა" და საქართველოში მოქმედი სხვა ენერგოკომპანიების ტექნიკური პერსონალის პროფესიული კვალიფიკაციის დონის ამაღლებას მოემსახურება. სასწავლო ცენტრი აგრეთვე გადაამზადებს სპეციალისტებს სომხეთიდან და აზერბაიჯანიდან
იწყება აქცია "დავასუფთაოთ საქართველო" სიახლე
იწყება აქცია "დავასუფთაოთ საქართველო" 17 სექტემბერს საქართველოს მასშტაბით იწყება აქცია, სახელწოდებით "დავასუფთაოთ საქართველო" ("დავასუფთაოთ მსოფლიო" კამპანიის ფარგლებში).
17, 18, 19 სექტემბერს მთელ მსოფლიოში მოხალისეების მიერ ტარდება ერთ-ერთი უდიდესი გარემოსდაცვითი კამპანია "დავასუფთაოთ მსოფლიო" (Clean Up the World), რომელსაც საფუძველი ჩაეყარა 1992 წელს, გაეროს გარემოსდაცვითი პროგრამის (UNEP) ინიციატივით და მასში დღეისათვის მონაწილეობს 120 ქვეყანა
სტუ-ში სასწავლო ცენტრი “შნაიდერ ელექტრიკ-თელასი” გაიხსნება სიახლე
სტუ-ში სასწავლო ცენტრი “შნაიდერ ელექტრიკ-თელასი” გაიხსნება ხვალ, 17 სექტემბერს, საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში სასწავლო ცენტრი “შნაიდერ ელექტრიკ-თელასი” გაიხსნება.
ცენტრის გახსნის საზეიმო ცერემონიალს დაესწრებიან ქ. თბილისის მერი გიგი უგულავა, საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერი რუსუდან კერვალიშვილი, საქართველოს განთლებისა და მეცნიერების მინისტრი დიმიტრი შაშკინი, საქართველოს ენერგეტიკის მინისტრი ალექსანდრე ხეთაგური, საფრანგეთის ელჩი საქრთველოში ერიკ ფურნიე, “FBC”-ის (French Business Council) პრეზიდენტი ჟილბერ ი, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი არჩილ ფრანგიშვილი, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ადმინისტრციის ხელმძღვანელი ქეთი ქოქრაშვილი, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის საგარეო ურთიერთობისა და სტანდარტების სამსახურის უფროსი ოთარ ზუმბურიძე, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ენერგეტიკისა და ტელეკომუნიკაციის ფაკულტეტის დეკანი გია არაბიძე, “ინტერ რაო ეს”-ის ამიერკავკასიის, თურქეთისა და ახლოაღმოსავლეთის დივიზიონის ხელმძღვანელი ანდრეი ზავრაზნოვი, სს “თელასის” გენერალური დირექტორი იური პიმენოვი, სს “თელასის” ტექნიკური დირექტორი მამუკა ქობალია, სს “თელასის” კომერციული დირექტორი დავით ქართველიშვილი, სს “თელასის” ფინანსური დირექტორი ედვარდ ოგანესიანი, საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის რეაბილიტაციის სამმართველოს მმართველთა საბჭოს თავმჯდომარე სულხან ზუმბურიძე, სტუ-ის აკადემიური საბჭოს წევრები, სტუ-ის დეკანები, სტუ-ის დეპარტამენტებისა და ფაკულტეტების ხელმძღვანელები და სხვა სტუმრები







Wi-Fi
UMTS
WiMAX
CDMA
EDGE
Cellular 3,5G
HSPA
Mobile WiMAX - 4G
GSM
GPRS



  ყველა უფლება დაცულია © Copyright 2009.
GTU | ელ.ფოსტა: gtunews@gtu.ge