სტუ » News.GTU.ge



«    მაისი 2024    »
ორშსამოთხხუთპარშაბკვ
 
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
31
 
დაგვიკავშირდით

გეოლოგიის დეპარტამენტის თანამშრომელთა პროექტმა კონკურსში გაიმარჯვა სტუ
გეოლოგიის დეპარტამენტის თანამშრომელთა პროექტმა კონკურსში გაიმარჯვა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის გეოლოგიის დეპარტამენტის თანამშრომელთა პროექტმა ჰაიდელბერგცემენტის კონკურსში გაიმარჯვა. სასტუმრო Holiday Inn-ში გაიმართა QLA პრესკონფერენცია, სადაც გარემოს დაცვის მინისტრმა გ. ხაჩიძემ დეპარტამენტის წარმომადგენლებს გადასცა გამარჯვების სერტიფიკატი და მიულოცა მეორე ეტაპზე გადასვლა
სტუდენტური თვითმმართველობის ორგანიზებით ანტინარკოტიკული აქცია ჩატარდა სტუ
სტუდენტური თვითმმართველობის ორგანიზებით ანტინარკოტიკული აქცია ჩატარდა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ადმინისტრაციული კორპუსის ეზოში, სტუ-ის სტუდენტური თვითმმართველობის ორგანიზებით, საქართველოში მიმდინარე ანტინარკოტიკული პროპაგანდის ფარგლებში, გაიმართა ანტინარკოტიკული აქცია სიმბოლური სახელით - "sport VS drugs"
რამაზ ნიკოლაიშვილმა სტუ-ის სტუდენტებს პროგრამა “Summer Job“ გააცნო სტუ
რამაზ ნიკოლაიშვილმა სტუ-ის სტუდენტებს პროგრამა “Summer Job“ გააცნო საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი რამაზ ნიკოლაიშვილი საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამშენებლო ფაკულტეტის სტუდენტებს შეხვდა. მინისტრმა სტუდენტებს საქართველოს პრეზიდენტის მიერ ინიცირებული საზაფხულო პროგრამა “Summer Job “ გააცნო და სამინისტროსა და თავის დაქვემდებარებულ უწყებებში ზაფხულში სამუშაოდ მიიწვია
სტუ-ის პროფესორის ამერიკული აღიარება სტუ
სტუ-ის პროფესორის ამერიკული აღიარება მეცნიერების, განათლების, მრეწველობისა და ხელოვნების საერთაშორისო აკადემიამ, რომელიც აშშ-ში, კერძოდ, კალიფორნიის შტატში მდებარეობს, ეკონომიკის ქართველი ექსპერტის, ეკონომიკის მეცნიერებათა დოქტორის, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სრული პროფესორისა და თბილსის სასწავლო უნივერსიტეტის რექტორის, სოლომონ პავლიაშვილის მონოგრაფია _ "ინფლაციური ზიგზაგები პოსტკომუნისტურ საქართველოში" _ გამოსცა
გერმანიის უნივერსიტეტებთან პარტნიორობა გრძელდება სტუ
გერმანიის უნივერსიტეტებთან პარტნიორობა გრძელდებასაქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტის წარმომადგენლებმა ბაიროითის უნივერსიტეტსა და საარბრიუკენის ეკონომიკისა და ტექნიკის უნივერსიტეტთან ურთიერთთანამშრომლობისა და ორმხრივი პარტნიორობის შესახებ მოლაპარაკებები გამართეს


საქართველოს პრეზიდენტი სტუდენტებს შეხვდა სტუ
საქართველოს პრეზიდენტი სტუდენტებს შეხვდა საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი დღეს უმაღლესი და პროფესიული განათლების სტუდენტებს შეხვდა. მიხეილ სააკაშვილი მათ საზაფხულო დასაქმების პროექტისა და პროფესიული განათლების ვაუჩერული დაფინანსების მნიშვნელობაზე ესაუბრა
სტუ-ის პროფესორები საპატიო დიპლომებით დაჯილდოვდნენ სტუ
სტუ-ის პროფესორები საპატიო დიპლომებით დაჯილდოვდნენ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს გადაწყვეტილებით, სტუ-ის პროფესორები - დემურ დანელია, ნოდარ ჯიბლაძე და ნოდარ ნარიმანაშვილი საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის საპატიო დიპლომებით დაჯილდოვდნენ
ცნობილ იტალიელ დიზაინერს სტუ-ის საპატიო დოქტორის წოდება მიენიჭა სტუ
ცნობილ იტალიელ დიზაინერს სტუ-ის საპატიო დოქტორის წოდება მიენიჭა საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში ცნობილმა იტალიელმა დიზაინერმა ფაბრიციო ჯუჯარომ გააკეთა პროექტის -“მწვანე ბათუმი - 2020” პრეზენტაცია. ღონისძიებას ესწრებდნენ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი დიმიტრი შაშკინი, მინისტრის მოადგილე ნოდარ სურგულაძე, იტალიის ელჩი საქართველოში ფედერიკა ფავი, ცნობილი იტალიელი ექსპერტი და სამრეწველო დიზაინერი, დოქტორი ჯანკარლო პერინი, “იტალდიზაინის” წარმომადგენლები - ჯუზეპე ფრანკო ბუსნელი, ალბერტო ფუმაგალი, გოფრედო ბადუინი და სხვა საპატიო სტუმრები
ლაბორატორიული სამუშაოების შესაქმნელად კასტინგი ცხადდება სტუ
ლაბორატორიული სამუშაოების შესაქმნელად კასტინგი ცხადდება ლაბორატორიული სამუშაოების შესაქმნელად, "ინფორმატიკისა და მართვის სისტემების“ და "ენერგეტიკისა და ტელეკომუნიკაციის“ ფაკულტეტების სტუდენტთა შორის ცხადდება კასტინგი
სტუ-ში მოწვეულ პროფესორებთან შეხვედრა გაიმართა სტუ
სტუ-ში მოწვეულ პროფესორებთან შეხვედრა გაიმართა საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში, ახლად რეაბილიტირებულ ბიბლიოთეკაში, უცხოეთიდან მოწვეულ პროფესორებთან შეხვედრა გაიმართა. შეხვედრას ესწრებოდნენ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობათა და სტანდარტების სამსახურის უფროსი ოთარ ზუმბურიძე, სტუ-ის მეცნიერებისა და კულტურის ცენტრის დირექტორი ლალი ღოღელიანი, სტუ-ის ბიბლიოთეკის დირექტორი ვაჟა პაპასკირი და სხვა პირები ესწრებოდნენ







Wi-Fi
UMTS
WiMAX
CDMA
EDGE
Cellular 3,5G
HSPA
Mobile WiMAX - 4G
GSM
GPRS



  ყველა უფლება დაცულია © Copyright 2009.
GTU | ელ.ფოსტა: gtunews@gtu.ge